ირაკლი ხელაძე გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

Read Time:27 Second

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის  ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

„აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ვიმყოფებოდით ლოტკინზე, სანერგე მეურნეობის დასახლებაში. წლების განმავლობაში მიმდებარე ქუჩებზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმცა არის საკითხები, რომლის გადაჭრაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. სწორედ ამ თემებზე ვიმსჯელეთ მოსახლეობასთან და შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ეტაპობრივად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე სავარაუდო ჩანაწერებზე: დაველოდოთ გამოძიებას – ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება
Next post კახა კალაძე: თბილისის მერია არის გარანტორი, რომ დაუმთავრებელი მშენებლობები ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში