კახა კალაძე სავარაუდო ჩანაწერებზე: დაველოდოთ გამოძიებას – ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება

Read Time:28 Second

ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას – ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

„გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაწყებულია გამოძიება, ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. წინასწარ საუბარი ცოტა რთულია. ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას შესაბამისი, მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ენდელაძე ინფიცირების დღევანდელ მაჩვენებელზე: იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა
Next post ირაკლი ხელაძე გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა