ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით გამოხმაურებებში პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი, სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად იგონებენ ასეთ დეზინფორმაციას

Read Time:35 Second

გაკეთებულია ოფიციალური განცხადება როგორც შარლ მიშელის ოფისიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციას იგონებენ და შემდეგ ამ ინფორმაციების უარყოფა უწევთ.

„პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში უმაღლესი დონის ვიზიტი აქვს, რაც ითვალისწინებს შეხვედრებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. თქვენ უკვე ნახეთ მნიშვნელოვანი გამოხმაურებები, სადაც პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი. სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად იგონებენ ასეთ დეზინფორმაციას. უახლოეს ისტორიას გადავავლოთ თვალი და დავინახავთ, რომ სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციებს იგონებენ და შემდეგ ამ ინფორმაციების უარყოფა უწევთ. ოფიციალური განცხადებაა გაკეთებული როგორც შარლ მიშელის ოფისიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, რომ ასეთი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა. დაგეგმილი იყო ნატოს გენერალურ მდივანთან, რაც პოზიტიურად შეფასდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო გიორგობიანი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის სიცრუე, დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა
Next post არჩილ თალაკვაძე: სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა – ოპოზიცია დაკავებულია საკუთარი ქვეყნის დაზიანებითა და ტყუილების ტირაჟირებით