ნინო გიორგობიანი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის სიცრუე, დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა

Read Time:34 Second

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა არის სიცრუე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებები არც პროგრამით იყო გათვალისწინებული, არც ანონსში იყო აღნიშნული, – ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

„აღნიშნული ცრუ ინფორმაცია ასევე უარყო შარლ მიშელის პრესსამსახურმა და განაცხადა, რომ “არანაირი გეგმა არ ყოფილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით”.

წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული ერთობლივი განცხადებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ინფორმაცია ამის შესახებ იყო განთავსებული ნატო-ს გვერდზე. ინფორმაცია შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე არ ყოფილა გავრცელებული არც მთავრობის ადმინისტრაციის, არც ევროპული საბჭოს მიერ. ეს არის დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა“, – წერს გიორგობიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ხურცილავა 30 აპრილის აქციაზე: მოვდივარ, იმიტომ რომ აღარ მინდა „ცეკას“ მდივნები. არც ამერიკელი „ცეკას“ მდივანი მინდა, არც ევროპელი და არც რუსი
Next post ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით გამოხმაურებებში პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი, სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად იგონებენ ასეთ დეზინფორმაციას