არჩილ თალაკვაძე: სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა – ოპოზიცია დაკავებულია საკუთარი ქვეყნის დაზიანებითა და ტყუილების ტირაჟირებით

Read Time:1 Minute, 2 Second

რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლია, გარკვეული შინაარსი შესძინოს ამ პოლიტიკურ ბანაკს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სრული სიცრუეა, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა.

„პრემიერ-მინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წაწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს. ამიტომ დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის დაზიანებით და ტყუილების ტირაჟირებით. რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. ეს არის სიცრუე, არ ყოფილა დაგეგმილი. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია, თითქოს ბრიფინგი გაუქმდა, უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი, თუ როგორ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა და როგორ არ აინტერესებთ ქვეყნის იმიჯი. გავიხსენებ წინა შემთხვევას, როცა პრემიერის ვიზიტის დროს მსგავსი ტყუილი მოიგონეს და თქვეს, თითქოს ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გააუქმა. ვნახეთ, რომ ოპოზიციის ამ განცხადებიდან 20 წუთში, პრემიერი გენერალურ მდივანს მის რეზიდენციაში შეხვდა. საზოგადოებას მათი ასეთი ტყუილები არ უკვირს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით გამოხმაურებებში პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი, სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად იგონებენ ასეთ დეზინფორმაციას
Next post კახა კალაძე: პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, ექნებათ უფლება, იმოძრაონ ავტობუსის ზოლში