ირაკლი ღარიბაშვილი: წლების წინ, ჩვენმა ხალხმა იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა – შედეგად, ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე განადგურება მივიღეთ

Read Time:1 Minute, 19 Second

წლების წინ, მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად კი, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე განადგურება. რა თქმა უნდა, უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაერთი შეცდომაა დაშვებული. „განვლილი წლები ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია – უამრავი კარგი მოვლენის, მიღწევის, ფასდაუდებელი გამოცდილების გამო, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი შეცდომაც დავუშვით ბოლო 29 წლის განმავლობაში. ამის შედეგებს დღეს ვიმკით. არსებობენ შიდა და გარე მტრები. ბევრი რამ, ზოგი – გამოუცდელობით, ზოგიც – უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, სამწუხაროდ, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ზვიად გამსახურდიას დევნით თუ მისი მკვლელობით შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პრეცედენტი, თავიდან ვერ ავიცილეთ ძმათა მკვლელი ომები. საკუთარი ხელით გავანადგურეთ ჩვენივე ინდუსტრია, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად კი, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე განადგურება. რა თქმა უნდა, უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებით. ამან კიდევ უფრო გაართულა დიპლომატიის გზით, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა. 2011 წელს, პოლიტიკურ ველზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მან შეძლო ის, რაც ყველას წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა – გააერთიანა მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის განვითარების გეზის არსებითად შესაცვლელად, ქვეყნის აღმშენებლობის დასაწყებად. რა თქმა უნდა, უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ, ხელის ერთი მოსმით ვერ შეიცვლებოდა. 2012 წლის არჩევნებზე, ხალხის გამარჯვების პირველი ხელშესახები შედეგი იყო დევნისა და წამებისგან გათავისუფლება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ფაქტი, რომ ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ