ირაკლი ღარიბაშვილი: ფაქტი, რომ ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ

Read Time:38 Second

ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა საქართველოს პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე – ჩვენი ქვეყნის მომავალი, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა, მმართველი გუნდი დიალოგს მიესალმება.

„ჩვენი პოლიტიკური პოზიციები, შესაძლოა, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. პარლამენტის ტრიბუნიდან ხალხის სათქმელი უნდა ისმოდეს. ჩვენი ხალხის დაკვეთაა მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენ ახლა გვჭირდება ჩვენი ხალხის ინტერესების ირგვლივ გაერთიანება. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციური ოპონენტების მხრიდან, ვგულისხმობ საინფორმაციო დესტრუციულ კამპანიას – თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, ძალიან მალე, ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან. ჩვენ ყველა ამ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: წლების წინ, ჩვენმა ხალხმა იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა – შედეგად, ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე განადგურება მივიღეთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ვუცხადებ ნათია თურნავას