დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს

Read Time:41 Second

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს. როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს.

რაც შეეხება მთავრობის დამტკიცების პროცედურებს, საქართველოს პარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგი ასეთია: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი კაბინეტის წევრები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ამის შემდეგ კი რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად, მინიმუმ, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ამასთან, პარლამენტში დღეს განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება ოკუპაციაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიასა და ადამიანის უფლებებზე.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, მის კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრას არ აპირებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადაიწია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: წლების წინ, ჩვენმა ხალხმა იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა – შედეგად, ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე განადგურება მივიღეთ