თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადაიწია

Read Time:35 Second

ყოველთვის ყველა შეთანხმება ზუსტ დროში ვერ სრულდება. გადაიწია პროცესმა, სავარაუდოდ ერთი, მაქსიმუმ 2 კვირით, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან.

„სახელმწიფო ამბობდა, რომ ვაქცინაციის პროცესი თებერვლის ბოლოდან უკვე დაიწყებოდა, მაგრამ პროცესებმა თუ ისე ჩაიარა როგორც არის დაგეგმილი. სამაგიეროდ არის ძალიან კარგი ამბები სხვადასხვა წყაროებიდან მოხდება ვაქცინის მოწოდება, გარდა „კოვაქსის“ პლატფორმისა, უკვე გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულებები „ასტრაზენეკასთან“, შეიძლება დაასწროს კოვაქსის შემოტანას. გრძელდება ხელშეკრულებები, გარდა ამისა შემოდის ასპარესზე სხვა მწარმოებელი, რომელსაც არანაკლებად კარგი პროდუქტი აქვს. წლის განმავლობაში უნდა აიცრას მოსახლეობის 60%. ეს მიმაჩნია წარმატებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. ამას დაემატება ის 15%, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობის 80% ვირუსისადმი იმუნური იქნება, პანდემია საფრთხეს არ წარმოადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის „დინამო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა
Next post დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს