თბილისის „დინამო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა

Read Time:50 Second

საქართველოს სუპერთასი თბილისის „დინამომ“ მოიგო. მოქმედი ჩემპიონი წლის პირველ ოფიციალურ მატჩში დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ „გაგრას“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ფრანგი ვილი სანიოლიც ესწრებოდა.

ანგარიში გაგა კირკიტაძის გუნდმა გახსნა. მე-12 წუთზე გიორგი ქობულაძემ თავური დარტყმით შეძლო როინ კვასხვაძის კარის აღება. მეორე ნახევარი კი „დინამოელთა“ სწრაფი გოლით დაიწყო. ზორან მარუშიჩმა „დინამოს“ მაისურით ოფიციალურ მატჩებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ზუსტად 20 წუთში გიორგი ნემსაძის გუნდი დაწინაურდა. ამჯერად გიორგი კუციას პასი გიორგი გაბედავამ გამოიყენა. გაგრამ ანგარიში მალევე გაათანაბრა. ამჯერად თავი ლუკა ნოზაძემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

გამარჯვებულის გამოსავლენად პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. 10 პენალტი შესრულდა, საიდანაც მხოლოდ ერთი არ გავიდა. გაგრას ნახევარმცველ თეიმურაზ მარკოზაშვილის დარტყმული როინ კვასხვაძემ აიღო და მატჩის გმირი გახდა. დინამოელთა მეკარემ თავადაც მოახერხა თერთმეტმეტრიანის გატანა. გადამწყვეტი პენალტი კი გიორგი გაბედავამ გაიტანა.

საბოლოოდ, „დინამომ“ „გაგრას“ პენალტების სერიაში 5:4 აჯობა და სეზონი ტიტულით დაიწყო. ეს თბილისური კლუბის ისტორიაში მე-8 საქართველოს სუპერთასია, ხოლო „გაგრა“ სუპერთასის ფინალში მეორედ დამარცხდა. გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური: გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც
Next post თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადაიწია