ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მილიარდდოლარიანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებასა და გაძლიერებაში

Read Time:27 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მილიარდდოლარიანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებასა და გაძლიერებაში.

„დღეს დავათვალიერეთ უნიკალური პროექტი, რომელიც აშენდა „ქართუ ფონდის“ და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს არის მილიარდდოლარიანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებასა და გაძლიერებაში. ეს არის თანამედროვე დონის უნივერსიტეტი, რომელიც თანამშრომლობის მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. აქ ასწავლიან მოწვეული პროფესორები და მეცნიერები გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ხვალინდელი დღე. ეს უნივერსიტეტი გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ევროპული დონის განათლება. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი განათლების სისტემისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ უდუმაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელია ამნისტიის შესახებ ის კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი პავილიონისზე: ჩემთვის მთავარია ის, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ორ დღეში საქართველოში ჩამოდის