ზაალ უდუმაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელია ამნისტიის შესახებ ის კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს

Read Time:21 Second

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია ამნისტიის შესახებ კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს. დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტია 19 აპრილის შეთანხმებას სწორედ ამის გამო არ აწერს ხელს.

„ყველა პუნქტის განხილვაში აქტიურად ვიქნებით ჩართულები, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. სასამართლო სისტემის რეფორმით დაწყებული, საარჩევნო სისტემის რეფორმით გაგრძელებული. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ამნისტიის შესახებ ის კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიღებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მილიარდდოლარიანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებასა და გაძლიერებაში