ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა; მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას

Read Time:1 Minute, 54 Second

ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ არავითარ ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში.

„მინდა ასევე განმარტება გავაკეთო, რომ ზოგადად, ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, მე ვფიქრობ, პირიქით, ხელს უწყობს უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციას. მე ეს, ჩემს გამოსვლაში, პარლამენტშიც განვმარტე. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის დისკრიმინაცია ამ ადამიანების. ჩვენს მოსახლეობას, არავისთან, რა თქმა უნდა, არ აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე, ეს ადამიანები, უმცირესობის წარმომადგენლები, მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში და რეჟიმში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

მეორეს მხრივ, მე მინდა ვთქვა, რომ ამ აქციის მოწინააღმდეგეების მრავალრიცხოვანი აქცია არის დღეს დაგეგმილი. მე მინდა მათ მივმართო თხოვნით, რომ ესეც, რა თქმა უნდა, არის მათი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ეს გამოხატვის, პროტესტის ფორმაც უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს.

ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ვმართოთ, ჩავატაროთ ძალიან მშვიდად. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებს და ტრადიციებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით.

„მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანი არის, დღეს, ჩვენს ქვეყანაში, სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მინდოდა, რომ ეს მოსახლეობისთვის მეთქვა და განმემარტა. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს ღონისძიება, მაგრამ დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს
Next post ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას სასამართლო კორპუსის გამართული მუშაობა სჭირდება