ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას სასამართლო კორპუსის გამართული მუშაობა სჭირდება

Read Time:29 Second

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანას სასამართლო კორპუსის გამართული მუშაობა სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ ზეპირი განცხადებების გარდა, რომლის უკან არგუმენტები არ დგას და ზოგადი ლაპარაკია რაღაც „კლანზე”, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ და მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს კითხვები დაუსვან, შეამოწმონ მათი სამსახურეობრივი კეთილსინდისიერება, კომპეტენცია.

„გამოკითხონ და იქნებ, რაიმე კვალი აღმოვაჩინოთ, თუ როგორ არის დაკავშირებული ესა თუ ისა მოსამართლე ამ მითიურ „კლანთან“. ოპოზიცია არ მოვა და საგნობრივ დისკუსიაში არ შემოვა, რადგან არგუმენტები არ აქვს. როცა არგუმენტები არ გაქვს, მაშინ ისე უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, ეს როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა; მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას
Next post ცურვა რომ არ იცი და სხვისი სიცოცხლის დასაცავად იბრძვი, მეტი რა უნდა შეძლო ამ ცხოვრებაში, სხვა არც არის წმინდანობა და გმირობა