ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია

Read Time:38 Second

საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს.

„დღეს ქართული სახელმწიფო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია.

1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს, რომელმაც ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში.

ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და გამთლიანებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა
Next post გასცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო არჩევნების გადავადების რეკომენდაციას