გასცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო არჩევნების გადავადების რეკომენდაციას

Read Time:38 Second

არჩევნების გადავადების რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გასცემს იმ დაშვებით, რომ უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი წესები საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მთავარია, რომ ისევ აღსრულების პრინციპი იყოს დაცული. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა სუბიექტი, რომელიც ემზადება არჩევნებისთვის, დაიცავს დაწესებულ მოთხოვნებს. ვმუშაობთ ცესკოსთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფ ვაქცინაციაში და ასევე ამოქმედებულია ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმი. ვაქცინაციისა და ტესტირების პირობებში ნებისმიერი აქტივობისგან გაცილებით ნაკლები რისკია მოსალოდნელი“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია
Next post დავით ზალკალიანი: უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან ახალ დონეზე გადავიდა