დავით ზალკალიანი: უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან ახალ დონეზე გადავიდა

Read Time:1 Minute, 21 Second

უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან, ფაქტობრივად, ახალ დონეზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო.

„შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. ძალიან შედეგიანი საუბრები გაიმართა ყველა თემატიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან, ფაქტობრივად, ახალ დონეზე გადავიდა. პრეზიდენტ ზელენკისთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა ბოლო პერიოდში გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიზმით, ურთიერთობის ინტესივობით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებს პრაქტიკულ განზომილებაში უახლოეს პერიოდში ვიხილავთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში შეფასდა უკრაინის მთავრობის მაღალი ჯილდოთი.

„უნდა აღინიშნოს ასევე ვიზიტის მეორე ნაწილი, რაც დაკავშირებული იყო ყირიმის პლატფორმასთან. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების ინიციატივით და რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 46 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა – პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამ პლატფორმის სესიაზე იყო ძალიან მკაფიო. ზუსტი გზავნილები იყო, რაც არის დაკავშირებული ჩვენ საერთო გამოწვევასთან, ოკუპაციასთან. გამოითქვა ჩვენი მხრიდან პოზიცია, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო გააქტიურება და არსებული ფორმატების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება იმისათვის, რომ დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის დარღვევის ფაქტები იყოს დაუყოვნებლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი რეაგირების ქვეშ და ამ თვალსაზრისით, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ ყირიმის პლატფორმას და სხვა საერთაშორისო ფორმატებს.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში იყო შეფასებული უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გასცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო არჩევნების გადავადების რეკომენდაციას
Next post ამირან გამყრელიძე: სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება