ამირან გამყრელიძე: სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება

Read Time:34 Second

სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საველე ჰოსპიტლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი და მისი რეკომენდაციაა, რომ ამ საქმეში სამედიცინო უნივერსიტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები) ჩაერთონ.

„ჩემი გადმოსახედიდან ეს საჭირო გახდება მას შემდეგ, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი დაიტვირთება, ისინი არ არიან სრულად დატვირთული, მხოლოდ 40-50%-ით დატვირთვით მუშაობენ. ადამიანური რესურსი ერთ-ერთი მთავარია, აქ ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აქტიურად გამოვიყენოთ სამედიცინო უნივერსიტეტების ფაკულტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები). მეექვსე კურსის სტუდენტი თითქმის ექიმია და მზად არის ექიმთან ერთად იმუშაოს როგორც უმცროსმა ექიმმა და მართოს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი გამოწვევის დროს პაციენტები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან ახალ დონეზე გადავიდა
Next post სამგორის რაიონში, დიდი ლილოს დასახლებაში, ნაგავსაყრელის პრობლემა მალე მოგვარდება.