სამგორის რაიონში, დიდი ლილოს დასახლებაში, ნაგავსაყრელის პრობლემა მალე მოგვარდება.

Read Time:37 Second

თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  ამჯერად   დიდი ლილოს მაცხოვრებლებს შეხვდა.
შხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს განხორციელებულ საშუალო და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივების მოთხოვნით შესრულდა. მოწესრიგდა შიდა გზები და კანალიზაციის სისტემა, სახურავებს ჩაუტარდათ სრული რეაბილიტაცია.
მოსახლეობისთვის მიმდინარე ეტაპზე, უმნიშვნელივანეს  გადასაჭრელ პრობლემად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, სკვერების მოწყობა და გარე განათების სისტემის მონტაჟი წარმოადგენს.
ლილოს დასახლებაში ყველაზე მწვავე პრობლემას კვლავ  ნაგავსაყრელის საკითხი წარმოადგენს, რომლის პრობლემის მოგვარება მერიის მხრიდან დაწყებულია და გადადგმულია ნაბიჯები, 30 მილიონი ევრო სესხი უკვე აღებულია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან,  დაკონტრაქტებულია კომპანია, ხელშეკრულება დადებულია და მალე ეს პრობლემა  მთლინად  იქნება გადაწყვეტილი, არა მხოლოდ სუნის არამედ ჩამდინარე წყლებიც იქნება გაწმენდილი.
ლილოს მოსახლეობასთან შეხვედრებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტში სამგორის მაჟორიტარი  დეპუტატი სოზარ სუბარი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება
Next post გიორგი ტყემალაძე წყნეთის ქუჩისა და ბაგების მოსახლეობას შეხვდა