ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა

Read Time:1 Minute, 7 Second

ის განცხადებები, რაც დღეს კეთდება, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების მხრიდან, არის პოლიტიკური დაკვეთა. ყველა კვლევა, სანდო, ნაკლებად სანდო, შიდა კვლევები, რაც ყველაზე უფრო სანდოა, აჩვენებს ერთ ტენდენციას, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისთვის სასურველ მიზნებს მიაღწიოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მათ იციან, რომ „არჩევნები გაყალბდა“ – ვერც ეს ნარატივი იმუშავებს და ვეღარც სხვა ფსევდორევოლუციური სცენარები, რომელიც ჯერ კიდევ მათ თავებში ტრიალებს. ამიტომ მათ დაიწყეს ეს კამპანია, რომ რამენაირად კოვიდზე აპელირებით და სპეკულაციით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და იქნებ რამენაირად არჩევნების გადადებას მიაღწიონ, რადგან ამ არჩევნებში გარანტირებულად დამარცხება მათ ყველანაირ რევოლუციურ სცენარს ასამარებს.

სახალხო დამცველის განცხადება არის პოლიტიკით გაჟღენთილი განცხადება და სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ბევრჯერ ვნახეთ როგორც ერთი მოთამაშე ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. მან სახალხო დამცველის აბსოლუტური ნეიტრალიტეტი დიდი ხანია დაკარგა, გამომდინარე აქედან, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, რადგან მათ არჩევნებზე გარანტირებული დამარცხება დაინახეს, ისინი ხვდებიან, რომ 2024 წლამდე ვერანაირი არეულობის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სცენარი ვეღარ გათამაშდება და ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომ არჩევნები გადაიდოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას შეხვედრები მოსახლეობასთან
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია