ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება

Read Time:37 Second

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული და თუ ის შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს.

„სააკაშვილის მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ. ჩანს ამაშიც დამოკიდებულება. როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა, ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ამიტომ ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და ჯალათები. ახლა ჩამოვიდა მისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში თქვენი ბელადი, მინდა დაგამშვიდოთ. სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული. ის მატყუარა კაცია, სიმულანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. ამიტომ, ის თუ თავისი ნებით შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან