ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან

Read Time:48 Second

მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან თელავში „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე ისაუბრა.

„დღეს შეხვედრა გვქონდა თელავის საარჩევნო შტაბთან. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი. ძალიან კეთილსინდისიერი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ იგი არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი. მოტივირებული თავისი თელავისა და თელაველებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თელავში თვითმმართველობის პირველ ტურში ანდრიაშვილს გარკვეული ხმები დააკლდა. ღარიბაშვილმა აღნიშნულის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ გუნდის ყოფილმა წევრმა პარტიის დატოვების შემდეგ თელავში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა, რამაც მათი ამომრჩევლების ნაწილი დააბნია. შესაბამისად, მათ სრული გამარჯვებისთვის აღნიშნული ხმები დააკლდათ.

„მეორე ტურში ლევანი ღირსეულად გაიმარჯვებს. თელავის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად და სწორად აფასებს არსებულ მოცემულობას. მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას. წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება
Next post ბადრი ჯაფარიძე – აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის საუკეთესო სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი