ბადრი ჯაფარიძე – აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის საუკეთესო სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი

Read Time:26 Second

„ლელოს“ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო უზრუნველყოფის მიწოდება მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

„დიდი საერთაშორისო ყურადღებიდან და ჩვენი მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველას ყურადღებას იქცევს, აუცილებელია, საერთაშორისო სტანდარტით იქნეს ეს სამედიცინო უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ უნდა იყოს პირად ზიზღზე დაფუძნებული, არამედ უნდა იყოს საუკეთესო სტანდარტი იმისთვის, რომ არ შეექმნას საფრთხე მის ჯანმრთელობას, რაც თავისთავად შესაძლებელია დადგეს. ამიტომ, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო სამედიცინო მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან
Next post „მწვანე სერთიფიკატი“ მომავალი მძღოლებისათვის