„მწვანე სერთიფიკატი“ მომავალი მძღოლებისათვის

Read Time:39 Second

კორონავირუსის ეპიდემია ისრაელის მოქალაქეებისათვის ახალ-ახალი
შეზღუდვების მიღებას იწვევს.
24 ოქტომბრიდან, ტრანსპორის სამინისტროს გადაწყვეტილებით
მართვის მოწმობის ჩაბარება ახალი წესით მოხდება. ყველა, ან „მწვანე
სერთიფიკატი“ , ან კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხი
უნდა წარადგინოს.
დაახლოებიოთ ერთი კვირის წინ ისრაელის ტრანსპორტის მუშაკთა
პროფკავშირმა მოითხოვა, რომ მომავალ მძღოლებს აუცილებლად
ჰქონდეთ „მწვანე სერთიფიკატი“. გამომცდელები საკუთარი
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამდნენ. მათი
თქმით, ისინი ძალიან ბევრ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში,
მანქანაში, პოტენციურ ვირუსის მატარებელთან (მათ შორის
მოზარდებთან, რომლებიც არ არიან აცრილები).
ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ავი ედრიმ
სამინისტროს გადაწყვეტილების კომენტირებისას თქვა: „კარგა ხანია
ვაკვირდებით, რომ გამომცდელთა ჯანმრთელობას საფრთხე
ემუქრება. ისინი ავტომანქანებში საათობით სხედან მომავალ
მძღოლებთან, მართვის მოწმობის ჩაბარების გამოცდისას. ჩვენ
მოხარულები ვართ, რომ ტრანსპორტის სამინისტრომ მხარი დაუჭირა
ჩვენს სამართლიან მოთხოვნას და ახალი რეგულაცია შემოიღო, და ეს
გამომცდელებისა და მომავალი მძღოლების ჯანმრთელობაზე
ზრუნვითაა გამოწვეული“.
პოლიციის პ/ს ფოტო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე – აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის საუკეთესო სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი
Next post პატარა კოკას საზოგადოების დახმარება სჭირდება