რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა

Read Time:33 Second

რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, ამტკიცებს, რომ დავით კირკიტაძემ ხელი დაარტყა.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებს, ისინი მათ ოფისთან მისულ პირებს პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ და მათ დაკავებას მოითხოვდნენ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირები და არა ერთი კადრიც არსებობს.

“ეს ადამიანი არის სუს-ის აგენტი, ეს ადამიანი არის მოძალადე. მისი კადრები არის არა ერთი. დღეს მე ვიმყოფებოდი ჩემს სამუშაო ოფისში, იქ მოვარდა და ჰქონდა ოფისში შემოჭრის მცდელობა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ადამიანებს.

დაშავებულები გადმოყვანილი არიან გამოკითხვაზე, სამწუხაროდ, დაშავდა ჩვენი სამი აქტივისტი,” – ამბობს დავით კირკიტაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი საკუთარი გარყვნილი ქმედებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს – ამით ადასტურებენ, თუ რას გააკეთებდნენ, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება