ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება

Read Time:36 Second

ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.

„თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ჩვენი ძალისხმევა.
თქვენი იცით, როგორი ძვირფასია ჩემთვის ქართული პოლიცია, ეს სამინისტრო. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, მემსახურა თქვენთან ერთად ამ სამინისტროში. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას, პატივისცემას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: რეალური ოლიგარქი არის არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, როგორც კი მივიღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს
Next post ირაკლი კობახიძე: თუ დეოლიგარქიზაციას – ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი