ირაკლი კობახიძე: თუ დეოლიგარქიზაციას – ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი

Read Time:27 Second

თუ დეოლიგარქიზაციას, ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ თუ ეს სიტყვა – დეოლიგარქიზაცია დარჩება 12 პუნქტში, მოგვიწევს აუცილებლად ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ჩვენ ამ თემაში ბუნდოვანებას ვერ დავტოვებთ. თუ საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, თუ პერსონალიზებულ მიდგომას ითხოვს ევროკომისია, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს კანონის მიღება პერსონალიზებული მიდგომით. ამოქმედების ვადას რაც შეეხება, შეიძლება დაველოდოთ ევროკომისიას. თუ ისინი ამოიღებენ ამ ტერმინს 12 პუნქტიდან, შეიძლება საერთოდ არ ავამოქმედოთ პრაქტიკაში, მაგრამ ამის წინაპირობაა ამ სიტყვის ამოღება“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა