ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობა და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ უვიზო რეჟიმი საქართველოსო. ახლაც იგივე ხდებოდა: მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი

Read Time:35 Second

ნაცმოძრაობა და სხვები, ყოფილი სპიკერი, დავით ბაქრაძე დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ თავისუფალი მიმოსვლის საშუალება ანუ უვიზო რეჟიმი საქართველოსო. ახლაც იგივე ხდებოდა: მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„საუბედუროდ, ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ხელისუფლებაში არის პატრიოტი ძალა. ის ძალა, რომელმაც ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი: ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა. ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ძალიან მაგარი წინსვლა. ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ, რომ ლარი არის სტაბილური, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო 2 წელიწადში. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს მტრებს არ უხარიათ და მათი სურვილია საბოტაჟი და დესტრუქცია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: „დანის პირზე გაიარა“ ჩვენმა ქვეყანამ – „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ხალხზე და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება