ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

Read Time:1 Minute, 24 Second

ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ტელეკომპანია “იმედის” მითვისება, კორუფციული ბრალდებები, საზღვრის უკანონოდ კვეთა, ხელისუფლება კი კანონს და კონსტიტუციას ვერ დაარღვევს და ამას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებსაც.

“მე რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ სახელი ყველაფერს, არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ და ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ისეთი, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ყოფილი დეპუტატის, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე სცემეს, ტელეკომპანია “იმედის” მითვისება, კორუფციული ბრალდებები და ბოლოს, ახლა დაიმატა ამ ადამიანმა, უკანონოდ შემოიჭრა ქვეყანაში, საზღვრის უკანონო კვეთა. აი, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი. მე არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო და ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი. ერთი რამ მინდა ვთქვა, ის, ვინც თვალყურს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანიას მთელს მსოფლიოში, ამ ადამიანმა დაიქირავა ლობისტური კომპანიები. ოფიციალურად მარტო ამერიკაში მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც არის რეგისტრირებული ისევ ამ კანონის მეშვეობით. FARA-ს კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, აი ამ კანონის მოქმედების შედეგად გავიგეთ, რომ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით დაიქირავა, მილიონი დოლარი გადაიხადა ლობისტურ საქმიანობაში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობა და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ უვიზო რეჟიმი საქართველოსო. ახლაც იგივე ხდებოდა: მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი
Next post მიხეილ სააკაშვილი – უკრაინიდან საქართველოში ხალხის გამოსაფხიზლებლად ჩამოვედი და ახლა სწორედ ხალხის გამოღვიძება ხდება