გიორგი გამსახურდია: „დანის პირზე გაიარა“ ჩვენმა ქვეყანამ – „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ხალხზე და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა

Read Time:36 Second

მართლაც დანის პირზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, ამანზე არავინ დავობს, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 7-8 მარტს განვითარებულ პროცესებს.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ძალა.

„ყველაზე მთავარი რაც დავინახე – „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ და კიდევ დადო შედეგი და ანახა, რომ ის არის ხალხზე და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და კონკრეტულ სიტუაციებში შეუძლიათ რომ მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ მიიღონ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ პროტესტის „ლიდერშიპში“, მათ თვითონ არმაზ ახვლედიანივით ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ და არ იცოდნენ რას მოიცავდა ეს კანონპროექტი. აპრიორი ეს დადეს სარჩულად რომ ეწარმოებინათ რევოლუციური სცენარი და იმ გულანთებული ახალგაზრდების გრძნობებით მოეხდინათ თავიანთი ბილწი და დესტრუქციული მიზნების განხორციელება“, – განაცხადა გამსახურდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობა და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ უვიზო რეჟიმი საქართველოსო. ახლაც იგივე ხდებოდა: მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი