ირაკლი ღარიბაშვილი: მიზანმიმართულად მიმდინარეობს მასირებული პროპაგანდა, როგორმე გადაკვალიფიცირდეს „კარტოგრაფების საქმე“

Read Time:1 Minute, 4 Second

ეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ ვის უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუ არა სააკაშვილს?!, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

იგი ბოლო დღეებში ივერი მელაშვილის ტელე-ეთერით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

,,ამ თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს მასირებული პროპაგანდა და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი სააკაშვილისა და მის გუნდის წევრების, მისი არხების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ როგორმე ჩაიფარცხოს ეს საქმე, გადაკვალიფიცირდეს, როგორც „კარტოგრაფების საქმე“ და ფარდა არ აეხადოს მის ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ საქმიანობას.

დავით გარეჯის საქმე არის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში და მაგალითი სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი საქმიანობის. ადამიანი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% გადასცა რუსეთს; 100-ზე მეტი სოფელი, ცხინვალი – ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოიხსენია, როგორც ქვების გროვა, რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რომ ასეთ ადამიანს არანაირი ემოციური, მორალური კავშირი არ ჰქონდეს დავით გარეჯთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისთვის რთული იყო იმის მოსმენა, რაც ივერი მელაშვილმა ტელე-ეთერით განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენი ბატონ მელაშვილის აღიარება, რაც მან თქვა. ასევე მძიმე მოსასმენი იყო სააკაშვილის გუნდის წევრების ჩაყოლა ამ საქმეში და მათი აღიარებაც, რაც ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის შეფასებით, არის ღალატი და დასაგმობი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ ვის უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუ არა სააკაშვილს?“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელში წვიმის გამოძახება შეწყვიტეს
Next post ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ავცრით, სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება და კორონავირუსი დამარცხდება