ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია

Read Time:53 Second

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტისა და პოლიტიკის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია. თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის განვითარების, წინსვლის, დემოკრატიული პროცესების გაძლიერების საქმეში ბიძინა ივანიშვილის უდიდესი წვლილი აღნიშნა და მას მადლობა გადაუხადა.

„ალბათ ისტორიაში უნდა გაიმიჯნოს მისი ქველმოქმედებითი საქმიანობა და მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს არის ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევისა. მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ კარგად შევაფასოთ და შემდეგ დავაფასოთ მისი ეს საქმიანობა. დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ძალაუფლებას და თავად თქვა მასზე უარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ ერთხელ გაიხსენა:

„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც 10 წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული. აქედან გამომდინარე, მე ვუერთდები ჩემი კოლეგების შეფასებებს და მადლიერების გრძნობით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ
Next post გიგი უგულავა: ივანიშვილი არსად წავა, პასუხისმგებელი და გადაწყვეტილების მიმღები ის იქნება