არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ

Read Time:1 Minute, 3 Second

არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს მადლობა გადაუხადა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ივანიშვილის მმართველობისას მიაღწია.

„სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ“, – მიიჩნევს თალაკვაძე.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში დემოკრატიის კონსოლიდაცია, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმით, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებითა და ინსტიტუციური რეფორმებით მიაღწია, რომელთა შედეგადაც ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციები გაიმიჯნა. მეორე მნიშვნელოვან მიღწევად თალაკვაძე ადამიანის უფლებების დაცვას მიიჩნევს, რა მიმართულებითაც საქართველოს, საერთაშორისო შეფასებებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კიდევ ერთი მიღწევა ბიზნესის და საკუთრების უფლების დაცვის სფეროშია, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის წლებში პრობლემას წარმოადგენდა. მისივე თქმით, საქართველომ ივანიშვილის მმართველობით წლების განმავლობაში შედეგიანი საგარეო პოლიტიკის გატარება შეძლო და უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორი გახდა მოკავშირეებისთვის და უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

„შესაბამისად, ამ გაწეული სამუშაოს ფონზე, როდესაც მან მნიშველოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონაწილეობით დემოკრატიას, როდესაც მოქალაქეებს დაუბრუნდათ ხელისუფლება და როდესაც ხელისუფლება გახდა ანგარიშვალდებული კონსტიტუციურადაც და რეალურ პროცესში მოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, სრულიად ლოგიკურია უკვე მისი გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე. მინდა ჩემი მხრიდან გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია – ნდობა და მადლიერება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები წლებია „ქართული ოცნების” მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია