გიგი უგულავა: ივანიშვილი არსად წავა, პასუხისმგებელი და გადაწყვეტილების მიმღები ის იქნება

Read Time:29 Second

აქ საუბარია მის დამოკიდებულებაზე: როგორ გვიყურებს ივანიშვილი ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, როგორ უყურებს ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

„აქ საუბარია მის დამოკიდებულებაზე: როგორ გვიყურებს ის ჩვენ, როგორც მოქალაქეებს; როგორ უყურებს ქვეყანას, რომელსაც ის 8 წელია მართავს, როგორ უყურებს ის ამ ქვეყანაში, ამ ხალხის მომავალს და არა სხვა ქვეყანაში გაქცევას, ამაზეა ეს წერილი და ამ დამოკიდებულებას დაგვანახებს, თორემ ის, რომ ივანიშვილი არსად წავა და ხვალ რომ რომელიმე პოლიტიკოსს დაიჭერენ ან რამე მოხდება, ან 20 ივნისივით, ღმერთმა ნუ ქნას, დაარბევენ დემონსტრანტებს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი და გადაწყვეტილების მიმღები ეგ იქნება“, – განაცხადა უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია
Next post მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ჩემთვის, როგორც მისი გუნდის წევრისთვის, მისი პოლიტიკიდან წასვლა სამწუხაროა