მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ჩემთვის, როგორც მისი გუნდის წევრისთვის, მისი პოლიტიკიდან წასვლა სამწუხაროა

Read Time:28 Second

ჩემთვის, როგორც მისი გუნდის წევრისთვის, სამწუხაროა, რომ მანს ეს გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც გუნდში ასეთი ლიდერია, რომელსაც უზომო ავტორიტეტი აქვს.

„ძალიან დიდი კომფორტიცაა, როდესაც გუნდში ასეთი ლიდერია, რომელსაც აქვს უზომო ავტორიტეტი და რომელიც ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის განვითარება ჰქვია. მისი ხედვა ყოველთვის იყო ის, რომ მაშინ, როდესაც ის ჩათვლიდა, რომ სწორ გზაზე დააყენებდა ქვეყნის განვითარებას და მათ შორის გუნდის განვითარებასაც, გარკვეულ ეტაპზეც ის დატოვებდა პოლიტიკას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა: ივანიშვილი არსად წავა, პასუხისმგებელი და გადაწყვეტილების მიმღები ის იქნება
Next post გიგა ბოკერია კობახიძის შეთავაზებაზე: გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით და კითხვით