ირაკლი ქარსელაძე ნეპოტიზმზე დასმული კითხვის პასუხად: 2021 წელს მეკითხებით, 2013 წლიდან რომ მუშაობს იმ ადამიანზე?

Read Time:31 Second

მე მგონია, რომ არაფერია დამალული. უფრო მეტიც, ჩვენი უწყება აღიარებულია, როგორც ყველაზე გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციაზე ყველაზე დროულად და კარგად პასუხის გამცემი უწყება, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ნეპოტიზმს შეეხებოდა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენს უწყებასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ მივიღებ იმას, რომ რაღაც ინფორმაციას ვერ გავცემთ. 2021 წელს მეკითხებით, 2013 წლიდან რომ მუშაობს იმ ადამიანზე? 2013 წლიდან რატომ მუშაობს და როგორ მუშაობს ადამიანი, 2021 წელს ამაზე ლაპარაკი ძალიან არასერიოზულია. რაც შეეხება, ვინ როგორ დადის სამსახურში. მოგეხსენებათ, არის კოვიდპანდემია, რის გამოც სპეციალური რეგლამენტი გვაქვს შემუშავებული, რომლის მიხედვით, თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 10-15 პროცენტია
Next post გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც