გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც

Read Time:1 Minute, 30 Second

მიმდინარე წლის მაისში, აპრილის მსგავსად, საგარეო ვაჭრობის კვლავ სარეკორდო გაუმჯობესება დაფიქსირდა. 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია, და მცირედით, 2%-ით ჩამორჩება პანდემიამდე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის მონაცემების შეფასებისას.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45%ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ $339.4 მილიონი შეადგინა და თითქმის გაუთანაბრდა პანდემიამდე პერიოდის დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო 2021 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 24.4%-ით $1,538.1 მილიონამდეა გაზრდილი, რაც 2019 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.

„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7% შეადგინა, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, და საგადახდელო ბალანსის და ზრდის დინამიკაზე აისახება პოზიტიურად. მაისის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმაც აჩვენა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 3 შესაძლო სცენარიდან (საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური), დიდი შანსია ზრდის განახლებული პროგნოზი, არა თუ საბაზისო სცენარით განვითარდეს და 6.5% იყოს, არამედ სულაც ოპტიმისტურ სცენარზე გავიდეს და 2021 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ ორნიშნა – 10.2%-ის დონეზე დაფიქსირდეს, რაც არა თუ მთლიანად გადაფარავს გასული წლის 6%-იან ვარდნას, და 2019 წელთან შედარებითაც 4%-იანი ზრდა გვექნება, არამედ მსოფლიოშიც ერთ – ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელიც!“ – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ყველა პარამეტრი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან.

„აღსანიშნავია, რომ ურყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებასთან ერთად, საპროგნოზო დაშვებებზე სწრაფად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მთავრობის ვალის შემცირების მაჩვენებელი ამავდროულად, რაც წლიურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება. ყველა ეს მაკროეკონომიკური პარამეტრი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც მთლიანობაში, რომლის გამყარების ტენდენცია ისედაც სახეზეა, ზრდის მაღალი ფაქტორიდან გამომდინარე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქარსელაძე ნეპოტიზმზე დასმული კითხვის პასუხად: 2021 წელს მეკითხებით, 2013 წლიდან რომ მუშაობს იმ ადამიანზე?
Next post მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიამ თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა