მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიამ თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა

Read Time:51 Second

გიორგი გახარია დღეს პირდაპირ გვებრძვის, ზუსტად ვიცით, რომ ამ ადამიანის მისიაა, „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოოს 43%-ს, დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა.

„გიორგი გახარია სადაც დასაცავია, დღესაც ვიცავთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად მოექცა „ქართულ ოცნებას“, თავის გუნდს უღალატა, ზურგში დანა ჩაარტყა ყველაზე კრიტიკულ მომენტში. მაშინ ვიცავდით გახარიას, სადაც ვფიქრობდით და გვჯეროდა, რომ უნდა გაგვეტანა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ დღეს რაც გააკეთა იმის ფონზე თუ რამე ეჭვია, იმაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს არის ობიექტურობა და იგივე გააკეთა ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის და სხვა ტელევიზიის ეთერშიც. „რაც იყო შეცდომა, იმ შეცდომაზეც ვსაუბრობთ, რაც არ იყო შეცდომა – იმაზეც. 20 ივნისზე რომ ვსაუბრობთ, უნდა მოეგერიებინა თუ არა, უნდა მოეგერიებინა. დღეს პირდაპირ გვებრძვის და ზუსტად ვიცით ამ ადამიანის მისია არის ის, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოოს 43%-ს, ამ შემთხვევაში ცალ კარში თამაშს და დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ვამბობთ სიმართლეს. ამ სიმართლის თქმას ვერავინ დაგვიშლის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც
Next post ალუდა ღუდუშაური: გახარიას მიზანი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა როგორმე 43%-ს დაახლოვოს – კრახით დასრულდება