ირაკლი კობახიძე: შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს კონსტიტუციის გადასინჯვა

Read Time:35 Second

„შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე კონსტიტუციის გადასინჯვა. ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ და  თავი გვექნება დაზღვეული“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის” გადაცემა ,,ღია ეთერში”.

მისი თქმით, გამომდინარე გლობალური და ადგილობრივი ტენდენციებიდან, შეიძლება აუცილებელი გახდეს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება, რაც ვერ მოხდება   საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

„როდესაც სასწორზე დევს, ერთ მხარეს,  სერიოზული პრობლემის პრევენცია და მეორე მხარეს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ბუნებრივია, ჩვენთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, ასეთ დროს პირველ რიგში პრევენციაზე უნდა გაავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაკეთებული გათვლები. კონსტიტუციის და რეგლამენტის სრული დაცვით შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაში, დაახლოებით თვენახევარში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხერხდეს ერთის გაკეთებაც და მეორეს გაკეთებაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: პარლამენტი, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში
Next post კახა კაუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა მოხსენება ზუსტად უსვამს ხაზს ბოლო პერიოდის მიღწევებს