კახა კაუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა მოხსენება ზუსტად უსვამს ხაზს ბოლო პერიოდის მიღწევებს

Read Time:1 Minute, 5 Second

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენება მთლიანობაში არის ძალიან პოზიტიური განცხადება და ზუსტად უსვამს ხაზს ბოლო პერიოდის მიღწევებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განცხადება შეაფასა.

„ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს გახლავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი თანამომხსენებელი, რომელიც ეწვია საქართველოს. შეხვდა ყველა პოლიტიკურ მხარეს და ამის შედეგად მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია ის პოზიტიური მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს. არის რამდენიმე მნიშვნელვანი საკითხი, რომელსაც ხაზს უსვამს. ის, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და ნამდვილად არის მიღწევა საქართველოსთვის, შენარჩუნდეს ეს პოზიტიური მომენტი და ყველამ გამოიჩინოს პოლიტიკური სიმწიფე. ასევე აქვს ხაზგასმული, რომ არჩევნების დასრულებამდე ბოლომდე შენარჩუნდეს ზუსტად ეს თანამშრომლობის სულისკვეთება. ჩემთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მომესმინა მისი მოწოდება, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა როგორც პროპრორციული სიის, ასევე მაჟორიტარული სიის ფორმირების დროს, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, არის ხაზგასმა იმ მიღწევაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს მეოთხე ტალღის მიღების და დამტკიცების კუთხით, ასევე, მზადყოფნა მმართველი გუნდის მხრიდან, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა აღარ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატები მოსამართლეებად. მთლიანობაში არის ძალიან პოზიტიური განცხადება და ზუსტად უსვამს ხაზს იმ მიღწევებს რომელიც გვაქვს ამ ბოლო პერიოდში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დადებითად აფასებენგანცხადება 2020 წლის 11-12 მარტს თბილისში კორლატეანის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს კონსტიტუციის გადასინჯვა
Next post საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება