ირაკლი კობახიძე: პარლამენტი, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში

Read Time:37 Second

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად.  ჩართული ვართ კოორდინაციის პროცესში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს  და პარლამენტი,  თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა  ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის” გადაცემა ,,ღია ეთერში”.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რათა არ მომხდარიყო ინფექციის გავრცელება.

„თუმცა, მხოლოდ საქართველოზე ეს არ არის დამოკიდებული. როგორიც იქნება გლობალური ტენდენცია, ის დიდწილად აისახება საქართველოზეც. აქედან გამომდინარე,  გათვლა უნდა გავაკეთოთ ყველაზე მძიმე სცენარზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები. ამ პრინციპით მოქმედებდა დღემდე ხელისუფლება და ამ პრინციპით გაგრძელდება მოქმედება. გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით, საბედნიეროდ, დღემდე საქართველოში კარგი ტენდეციაა, შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მცირე, განსხვავებით ბევრი ევროპული და სხვა ქვეყნებისგან. ეს არის თითოეული იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც  ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
Next post ირაკლი კობახიძე: შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს კონსტიტუციის გადასინჯვა