ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, მაქარაშვილთან იმართლოს თავი, რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეთა ჯგუფის მონიტორინგს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავი უნდა იმართლონ მათ, ვისაც ჰქონდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა, გასული ოთხი წლის განმავლობაში.
„ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, მაქარაშვილთან იმართლოს თავი. საქართველო არასოდეს იმართლებს თავს მაქარაშვილთან, რომელიც წავიდა უკრაინაში და იქ რაც აკეთა მაგაზე ბევრი ჭორ-მართალი არსებობს. რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ. თავი უნდა იმართლონ იმათ, ვისაც ჰქონდა რევოლუციის ხუთი მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, გასული ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

