ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის დასავლური კურსი ასახა ქვეყნის ძირითად კანონში

Read Time:39 Second

„ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის დასავლური კურსი ასახა ქვეყნის ძირითად კანონში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

„დღეს გვექნება შეხვედრები ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან. ხვალ შევხვდებით ევროპარლამენტარებს. ვისაუბრებთ სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ძირითადად შიდა პოლიტიკას და საგარეო პრიორიტეტებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწვდით საერთაშორისო პარტნიორებს საჭირო ინფორმაციას. ველოდებით საინტერესო დისკუსიებს სტრასბურგში.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული და „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის დასავლური კურსი ასახა ქვეყნის ძირითად კანონში. მათ რიტორიკას რაც შეეხება, მე შეგახსენებთ, რომ მათი რიტორიკის ნაწილი იყო ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ლანძღვა პირდაპირ ეთერში და შესაბამისად, საგარეო კურსის ცვლილება თავისკენ მოიკითხონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგშია. ირაკლი კობახიძე ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს. შეხვედრების მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაციაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი ოპოზიციის პარლამენტში საქმიანობის გეგმებზე-რეგლამენტის მიხედვით ამას ბოიკოტი ჰქვია, მაგრამ ისე საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ
Next post ენტონი ბლინკენი – აშშ ძალიან აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოს ლიდერობას გლობალური, რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში