ირაკლი კობახიძე: უკრაინელებსაც არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი – მგონი, ჩვენზე ბედნიერებიც კი არიან, რომ გათავისუფლდნენ მისგან

Read Time:43 Second

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინელებსაც არ სჭირდებათ.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტს მისი კანონების მიხედვით, 40 წლამდე პატიმრობა ელოდა წინ, თუმცა ახლა ლიბერალური კანონების გათვალისწინებით, მას მხოლოდ 6 წელი აქვს მისჯილი:

“პირველ რიგში, უკრაინელებსაც არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და მგონი ისინი ჩვენზე ბედნიერებიც კი არიან, რომ გათავისუფლდნენ მისგან, რომელიც უკრაინაშიც ძალიან ოდიოზური ფიგურაა. ჩვენ პრინციპული პოზიცია უნდა დავიკავოთ, როცა საქმე სამართლის უზენაესობას ეხება. უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სამართლის უზენაესობა არის ჩვენთვის განმსაზღვრელი პრინციპი.

აქედან გამომდინარე, სააკაშვილი, რომელიც უმძიმესი დამნაშავეა, მას რომ სასჯელი მისი კანონების მიხედვით შეფარდებოდა, მას დაახლოებით 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოსდიოდა. ჩვენს შემთხვევაში შემოვიდა ლიბერალური სისხლის სამართლის კანონმდებლობა და ამიტომ უწევს მას 6 წელი, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს თუ სხვა შემთხვევებზეც დაუმძიმდება ბრალი. მისი დანაშაულების ხარისხის მიხედვით, რა თქმა უნდა, 6 წელი არაფერია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე- ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის
Next post პროკურორი: 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა