ირაკლი კობახიძე- ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის

Read Time:47 Second

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნას, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი თეორიულადაც კი არ უშვებს. ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” ისაუბრა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ოპოზიციამ აღარ ისაუბროს, მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერი შეიცვლება:

“ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. კონსტიტუციაში მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი შეიცვლება და ჩაიწერება, რომ ბარიერი ამოქმედდება 2024 წლიდან, ამ შემთხვევაში კი, საერთოდ ეკარგება აზრი თეორიულადაც კი რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ კი, იმისათვის, რომ თეორიული საბაბიც არ დავუტოვოთ ოპოზიციას იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრონ, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთოდ არ შეეხოს კონსტიტუციური ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებს.

რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს თეორიულად, ამ შემთხვევაში ეს ჩატარდება იგივე სისტემით, რაც 2020 წელს გვქონდა 1%-იანი ბარიერით, ამ შემთხვევაში კი, ეს პარლამენტი აირჩევა 2 წლის ვადით. 2022 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, 2024 წლამდე ექნება მას უფლებამოსილების ვადა. იგივე სისტემით არჩეული 2 წლიანი პარლამენტი კი, ბუნებრივია არავისთვის არ იქნება საინტერესო, მათ შორის არც ოპოზიციისთვის,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბევრი რამე იქნება დამოკიდებული კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე – რა პირობას უყენებს ოპოზიციას ირაკლი კობახიძე საარჩევნო ბარიერის შეცვლისთვის
Next post ირაკლი კობახიძე: უკრაინელებსაც არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი – მგონი, ჩვენზე ბედნიერებიც კი არიან, რომ გათავისუფლდნენ მისგან