პროკურორი: 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა

Read Time:37 Second

დაცვის მხარე და სხვადასხვა სუბიექტური პირი გამუდმებით ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ აღქმა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ პიჯაკებისა თუ სარიტუალო თაიგულის გამო ასამართლებენ. რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს 9 მილიონი ლარის გაფლანგვასთან. რა თქმა უნდა, მასში შედის პიჯაკებისთვის უკანონოდ გადახდილი თანხა, რაც 9 მილიონი ლარიდან 0,5%-ს შეადგენს, – ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემა „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა.

„ასევე დაცვის მხარე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 9 მილიონი ლარი უნდა გადახდილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. რეალურად, ეს 9 მილიონი ლარი არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ არ უნდა გახარჯულიყო, ვინაიდან ეს იყო მოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის განკუთვნილი ხარჯები“, – განაცხადა პროკურორმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: უკრაინელებსაც არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი – მგონი, ჩვენზე ბედნიერებიც კი არიან, რომ გათავისუფლდნენ მისგან
Next post ზურაბ ქადაგიძე: რა სიმბოლურია…დღეს კობა დავითაშვილის გარდაცვალების დღეა და თან მთავარ „მაოხრებელ გზირს“ სასამართლო აქვს…საკუთარ მეგობარს, რომ სასიკვდილოდ გაწირავ სხვას რას უზამ?!