ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის სატელევიზიო-პროპაგანდისტულ არხებს მიხედოს

Read Time:27 Second

მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის „გლავ-კანალსა“ და სატელევიზიო-პროპაგანდისტულ არხებს მიხედოს, რომლებიც ტვინის გამორეცხვით არიან დაკავებულნი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლითაც მან ტელეკომპანია „იმედს“ მიმართა და დახურვისკენ მოუწოდა.

„ესაა პროპაგანდისტული მანქანა, რომელსაც ისინი იყენებენ და ეს არის სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც მათ აქვთ. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის ნაცვლად არხის დახურვის სურვილი გამოთქვა. „მომაშორეთ ეს ხალხი. ბატონი გრიგოლი გეუბნებათ, დახურეთ თქვენი ტელევიზია და შეწყვიტეთ ერთი პარტიის პროპაგანდისტული არხობა” – განაცხადა ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოფიციალური ბაქო: სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით მიიტანა
Next post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მესიჯები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სრულ კაპიტულაციას ნიშნავს