ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მესიჯები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სრულ კაპიტულაციას ნიშნავს

Read Time:51 Second

ოპოზიციის მესიჯები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სრულ კაპიტულაციას ნიშნავს. ისინი ხედავენ, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ, შესაბამისად 2 კვირით ადრე მათ პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია გამოაცხადეს, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე კორონავირუსის მე-2 ტალღის ფონზე, არჩევნების გადადებაზე საუბარი ზედმეტია.

„ოპოზიციის მესიჯები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სრულ კაპიტულაციას ნიშნავს. ისინი ხედავენ, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ, შესაბამისად 2 კვირით ადრე მათ პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია გამოაცხადეს. არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, როცა იყო კოვიდის პირველი ტალღა, არა ერთ ქვეყანაში იქნა მიღებული მსგავსი ზომა, თუმცა მე-2 ტალღის პირობებში არჩევნების გადადებაზე საუბარი არის მხოლოდ კაპიტულაციის გამოვლინება.

როცა ვსაუბრობთ სასოწარკვეთაში გადავარდნილ აპოლიტიკურ სუბიექტებზე ესეც ამის მორიგი გამოვლინებაა. გუშინ მათ სცადეს, რომ ვირუსის გავრცელებისთვის ხელი შეეწყოთ, რაც წარმოუდგენელი მავნებლობაა, თან რაიონებიდან ვირუსის გატანის მცდელობა იყო. მათ ე.წ. მარშურტკებით ჩამოყავდათ ადამიანები ბათუმში, სადაც ვირუსის კონცენტრაციაა, შემდეგ კი მათ სხვა რაიონებში აბრუნებდნენ. ეს არის სხვა არაფერი თუ არა მავნებლობა, ხოლო მე-2 გამოხატულება კი არჩევნების გადადებასთან დაკავშირებული განცხადებებია“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის სატელევიზიო-პროპაგანდისტულ არხებს მიხედოს
Next post საგარეო უწყება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს