ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში, დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას

Read Time:27 Second

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„თითოეულ თემასთან დაკავშირებით იმართება საინტერესო დისკუსიები. ორ თემაზე იყო უკვე ასეთი დისკუსიები. რა თქმა უნდა, განხილვა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში, დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს
Next post ირაკლი კობახიძე: იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა და თანმდევი ცვლილებები არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში