გოგა ხაინდრავა: მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს

Read Time:55 Second

მე მაქვს და მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აუცილებლად უნდა გაირკვეს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ შეთქმულება, მისი ლიკვიდაციის და ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით. მე მაქვს და მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს. ბრალი უნდა დაუმძიმდეს აუცილებლად. 3 სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთა.

ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში” თავდაცვის და შს ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა, ტერორისტული აქტი შეუკვეთა. თქვა, რომ ის მანქანაში უნდა აეფეთქებინათ. ის, რომ პატარკაციშვილის წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელების მცდელობა იყო, თავის ჩვენებაში ყოფილმა ,,კანონიერმა ქურდმა“ მამარდაშვილმა დაადასტურა, რომლის ჩანაწერი მე მაქვს და ფილმ „დემოკრატიის შუქურაში“ არის წარმოდგენილი. არის მისი საუბრის ჩანაწერი „მასტერასთან”, ცნობილ კრიმინალთან, ის პირდაპირ ეუბნება მამარდაშვილს, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, რადგან რეჟიმისთვის საშიშროებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ტერაქტის განხორციელების მცდელობა ჩეჩნეთის საველე მეთაურმა დაადასტურა, რომელმაც თავის ჩვენებაში პირდაპირ თქვა, რომ მე შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა, ეს უნდა მომხდარიყო ისე, რომ რუსეთს დაბრალებოდაო. ამის მასალები არსებობს. მე ამ ჩვენების ჩანაწერი მაქვს”, – განაცხადა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დათვი ეგონა და ესროლა“ – შემზარავი ტრაგედია ქარელში
Next post ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში, დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას